კალიდუ კულიბალი - კვარაცხელიას ხალხისთვის სიხარული მოაქვს, საწყენია, რომ „ნაპოლიში“ ერთად ვერ ვითამაშეთ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გადასვლამდე, გასული წლის ზაფხულში განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდა კალიდუ კულიბალის გვერდით თამაშს. ქართველი ნეაპოლში კი ჩავიდა, მაგრამ სენეგალელი „ჩელსიში“ გადაბარგდა და ერთად თამაში ვერ მოახერხეს.
გამოცდილმა მცველმა ეს ისტორია Corriere dello Sport-თან ინტერვიუში გაიხსენა და არ დამალა, რომ ქართველი ვარსკვლავის გვერდით თამაში ძალიან სურდა.
„ხვიჩას განცხადება მეც წავიკითხე და საწყენია, რომ ასე არ მოხდა. არადა, კარგი იქნებოდა, ერთად გვეთამაშა. ის ძალიან ნიჭიერია. ბურთით შეუდარებელია, გოლები გააქვს, დრიბლინგით თამაშს ამწვავებს და თავისი ინდივიდუალიზმით გუნდს ეხმარება.
ხვიჩას ხალხისთვის დიდი სიხარული მოაქვს. ვიმედოვნებ, ის კიდევ მრავალჯერ აუხდენს ოცნებებს „ნაპოლის“ ქომაგებს“, – განაცხადა კალიდუ კულიბალიმ.