„კალიარის“ მცველი საბერძნეთის ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი ოფში დაეხმარება #1TVSPORT
საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მცველი პანტელის ხაციდიაკოსი დაეხმარება, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
„კალიარის“ ერთ-ერთი ლიდერი თებერვლის დასაწყისში დაშავდა და გაურკვეველი იყო, შეძლებდა თუ არა ეროვნულ ნაკრებში ყაზახეთთან მოახლოებულ მატჩში თამაშს. გასული თვის ბოლოს პანტელის ხაციდიაკოსმა ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო, ხოლო იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სალერნიტანასთან“ სამატჩო განაცხადში შეიყვანეს.
ამრიგად, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პანტელის ხაციდიაკოსი ყაზახეთთან მატჩისთვის მზად იქნება და „ვესტ ჰემის“ მოთამაშესთან, კონსტანტინოს მავროპანოსთან ერთად დაცვის ცენტრში დუეტს შექმნის.
საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩი 2024 წლის 21 მარტს ათენში გაიმართება. ამ დაპირისპირების გამარჯვებული პლეი ოფის ფინალში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველო-ლუქსემბურგის წყვილის საუკეთესო გუნდთან იბრძოლებს.