იტალიური „კალიარის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი როლანდო მარანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მასთან ერთად გუნდი მისმა ყველა თანაშემწემ დატოვა.
მარანი სარდინიულ გუნდს სათავეში 2018 წელს ჩაუდგა მანამდე კი „ბრეშას“, „ბარის“, „კატანიას“, „კიევოსა“ და სხვა იტალირ კლუბებს ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონი „კალიარიმ“ კარგად დაიწყო და პირველ 15 მატჩში მხოლოდ ორი მარცხი განიცადა, რის გამოც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ახლოს იყო. თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და გუნდს გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია.
სწორედ ეს გახდა მარანის განთავისუფლების მიზეზი.
ამჟამად „კალიარის“ 32 ქულა აქვს და მე-11 ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში.