კანადის ქალაქი კალგარი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებაზე პრეტენზიას აღარ აცხადებს. ასეთი გადაწყვეტილება საქალაქო საბჭომ მიიღო. დაახლოებით ერთი კვირის წინ, კალგარიში გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობის 56-მა პროცენტმა უარი უთხრა თამაშების ორგანიზებას.
როგორც CBC იტყობინება, საქალაქო საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. ქალაქის მერმა ნაჰიდ გეგშიმ განაცხადა, რომ ამაყია ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობით.
ასე რომ, 2026 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე ორი კანდიდატი დარჩა – მილანი (იტალია) და სტოკჰოლმი (შვედეთი). თამაშების დედაქალაქს 2019 წლის 23 ივნისს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე გაარკვევენ.