კანადის ქალაქ კალგარიში, 2018 წლის 13 ნოემბერს რეფერენდუმი ჩატარდება. მაცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მათ მშობლიურ ქალაქში ჩატარება. ამის შესახებ The Canadian Press წერს.
2019 წლის 9 ოქტომბერს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, 2026 წლის ოლიმპიადაზე სამი განაცხადი დაამტკიცა. ოლიმპიადის მასპინძლობა მილანს, კორტინა დ’ამპეცოს (იტალია), სტოკჰოლმსა (შვედეთი) და კალგარის (კანადა) სურთ.
2026 წლის ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევნები 2019 წელს გაიმართება.