კალცონამ არ იცის, გააგრძელებს თუ არა „ნაპოლიში“ მუშაობას - მწვრთნელისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ არ შეუთავაზებიათ #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ბრატისლავაში გაემგზავრა, რათა სლოვაკეთის ნაკრები ავსტრიისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩებისთვის მოამზადოს. პრესკონფერენციაზე მან იტალიურ კლუბთან სამომავლო ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2025 წლამდე მაკავშირებს და ნაკრებში მუშობას ევრო 2024-ის შემდეგაც გავაგრძელებ. რაც შეეხება „ნაპოლში“ ჩემს მომავალს, ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. კლუბის წარმომადგენლებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არ მისაუბრია.
თუ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ჩემთან თანამშრომლობა მომავალ სეზონშიც სურს, მაშინ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოელაპარაკოს“, – განაცხადა ფრანჩესკო კალცონამ.