„კალჩომერკატო“ - კვარაცხელიას შესანარჩუნებლად „ნაპოლის“ პრეზიდენტი ქართველს კონტრაქტის განახლებას და ხელფასის გაზრდას შესთავაზებს #1TVSPORT
„კალჩომერკატო“ - კვარაცხელიას შესანარჩუნებლად „ნაპოლის“ პრეზიდენტი ქართველს კონტრაქტის განახლებას და ხელფასის გაზრდას შესთავაზებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება და პირობების გაუმჯობესება სურს, რათა ამით ქართველი ფეხბურთელისადმი გრანდების ინტერესი გაანეიტრალოს, – ამის შესახებ გამოცემა „კალჩომერკატო“ იუწყება.

„ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ახალი ვარსკვლავია. სულ რაღაც ორ თვეში მან მთელ ევროპას დიდი საფეხბურთო ნიჭი აჩვენა. ევროპული გრანდების მზერა უკვე მასზეა მიპყრობილი, მაგრამ სატრანსფერო ბაზრის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აურელიო დე ლაურენტისს ქართველის შესაძლო წასვლის დაბლოკვა სურს. ჩვენი ცნობით, დე ლაურენტისის კლუბი ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზების პროცესშია“, – ამტკიცებს „კალჩომერკატო“.

გამოცემა მოლაპარაკების დეტალებზეც წერს: 

„ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი უკვე კვარაცხელიას ხელფასის კორექტირებას გეგმავს. „ლურჯ“ კლუბში ქართველის მთლიანი ხელფასი მილიონნახევარს უახლოვდება. ამავე დროს, კონტრაქტის პუნქტში ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობაა გათვალისწინებული. დე ლაურენტისს არ სურს, სეზონის ბოლოს პრობლემები შეექმნას და უახლოეს პერიოდში გუნდის ლიდერის განებივრებას აპირებს. ხელშეკრულების პირობების და კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივებას ამიტომ გეგმავს. ეს, შესაძლოა, კვარაცხელიასადმი გარდაუვალი დაინტრესების თავიდან აცილების მიზნით სეზონის ბოლომდე გაკეთდეს“.