„კალჩოლაინი“ - „ჯენოას“ მიქაუტაძის გადაბირება სურს, ამისთვის სამი მილიონი ევროა საჭირო #1TVSPORT
იტალიური გამოცემის, „კალჩოლაინის“ ცნობით, სერია B-ში დაქვეითებული „ჯენოა“ მთავარ იტალიურ ლიგაში დაბრუნებას აპირებს და შეტევის გასაძლიერებლად „მეციდან“ გორგი მიქაუტაძის გადაბირება სურს:
„ჯენოა“ სერია A-ში დაბრუნებაზე ფიქრობს და სურს, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს. ამ მიზნით გუნდი სატრანსფერო ბაზარზე მუშაობს, იანვარი კი ახალწვეულების დასამატებლად შესაფერისი დრო იქნება. ამჟამად „ჯენოა“ რამდენიმე ტრანსფერზე ფიქრობს. სურათი ცხადია – გუნდის სპორტულ დირექტორს, მარკო ოტოლინის ამ მიმართულებით სამუშაო ელის. სატრანსფერო სიაშია თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეც. 22 წლის ქართველი „მეცში“ თამაშობს და შესაძლოა, სამომავლო გათვლით საიმედო შენაძენი გახდეს. მას ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ამის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძეს შეუძლია, „მეცი“ მანამდეც დატოვოს. საამისოდ, დაინტერესებულმა კლუბმა უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც სამ მილიონ ევროს არ აჭარბებს. ფეხბურთელიც მზადაა, დატოვოს მეორე ლიგის ფრანგული კლუბი, პრესტიჟულ იტალიურ გუნდში რომ გადავიდეს“, – ამტკიცებს გამოცემა „კალჩოლაინი“.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოა“ ის კლუბია, სადაც „მილანიდან“ გადასულმა კახა კალაძემ 2012 წელს კარიერა დაასრულა.