კალათბურთში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 2018 წელს ჩატარებული მესამე შეხვედრაც წააგო
კალათბურთში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 2018 წელს ჩატარებული მესამე შეხვედრაც წააგო.
საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ ეს მარცხი სუპერლიგაში ლიდერობის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ოლიმპს“ შეხვდნენ. მატჩი 9 ქულით – 58:67 დათმეს.
ეს გახლდათ დინამოელთა ზედიზედ მე-3 მარცხი – ხოშტარიას გუნდმა 8 იანვარს „მგზავრებთან“, 12 იანვარს – „ბათუმთან“ და დღეს „ოლიმპთან“ წააგო.
სუპერლიგის გათამაშების მორიგი მატჩები 19 იანვარს რუსთავსა და ქუთაისში გაიმართება. ქვემო ქართლში სათამაშოდ „მგზავრები“ ჩავა, ხოლო იმერეთს დღევანდელი მატჩის ტრიუმფატორი „ოლიმპი“ ესტუმრება.