კალათბურთის ისტორიაში პირველად გამოიყენეს 4-ქულიანი ტყორცნა [ვიდეო] #1TVSPORT
კალათბურთის ისტორიაში პირველად გამოიყენეს 4-ქულიანი ტყორცნა [ვიდეო] #1TVSPORT

ფილიპინებზე გაიმართა საკალათბურთო მატჩი გუბერნატორის თასზე, რომელშიც „მერაკლო ბოლტსმა“ 99:94 დაამარცხა „მაგნოლია ჰოთშოთსი“.

კალათბურთისთვის ისტორიული მომენტი მეორე მეოთხედის დასაწყისში მოხდა. „მერაკლოს“ გამთამაშებელმა, კრის ბანკერომ მატჩში პირველი ოთხქულიანი ტყორცნა გამოიყენა.

ოთხქულიანი სროლის წესი ამ ტურნირისთვის შემოიღეს. მოედანზე დახაზულია სპეციალური 4-ქულიანი ხაზი, რომელიც სამქულიანის ხაზს მოსდევს.