კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე მატჩების გამართვის ზუსტი დრო გაირკვა #1TVSPORT
ფიბა-მ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე მატჩების გამართვის საათები დაადგინა. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თბილისის დროით 12 საათზე გამართავს. მეორე შეხვედრა სლოვენიასთან 15:30 საათზეა, ხოლო მესამე, ვენესუელასთან – 12-ზე.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და მას სამი ქვეყანა უმასპინძლებს – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია.
რვა ჯგუფის საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობენ. მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან.
მსოფლიო თასი 2023
F ჯგუფის განრიგი
26 აგვისტო
12:00 კაბო-ვერდე – საქართველო
15:30 სლოვენია – ვენესუელა
28 აგვისტო
12:00 ვენესუელა – კაბო-ვერდე
15:30 საქართველო – სლოვენია
30 აგვისტო
12:00 საქართველო – ვენესუელა
15:30 სლოვენია – კაბო-ვერდე