კალათბურთი I საქართველოს 18-წლამდე ნაკრები B დივიზიონში სლოვაკეთთან დამარცხდა #1TVSPORT
კალათბურთი I საქართველოს 18-წლამდე ნაკრები B დივიზიონში სლოვაკეთთან დამარცხდა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაიწყო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა სლოვაკეთთან მატჩი 55:77 წააგო.

საქართველოს ნაკრების მხრიდან მოედანზე საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე იყო, მან 11 ქულის დაგროვება მოახერხა. 10 ქულა ჰქონდა ნიკოლოზ აბულაძეს, ხოლო 8 ქულით თავი ალექსანდრე დაუშვილმა გამოიჩინა.

ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა სლოვაკეთთან შეხვედრის პირველი ტაიმი 2 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედში სლოვაკებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები B დივიზიონში მორიგ შეხვედრას 22 ივლისს უნგრეთთან ჩაატარებს.