კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე შვიდ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის გეგმა. მოგეხსენებათ, „ჯვაროსნები“ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე 26 აგვისტოდან ჩაერთვებიან. მანამდე კი ერთი თვით ადრე დაიწყებენ მოსამზადებელ შეკრებას.
კალათბურთელები ჯერ თბილისში გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ იგეგმება სლოვენიური შეკრება, რასაც მოჰყვება საკონტროლო მატჩები ტრევიზოსა და ბალტიისპირეთში.
ნაკრების თამაშებს გულშემატკივარი თბილისშიც იხილავს – მერიის თასისთვის იორდანია, ირანი და მონტენეგრო გვეწვევიან.
გენერალური რეპეტიცია კი ავსტრალიის ნაკრებთან მატჩი იქნება – 22 აგვისტოს, ოკინავაში.