მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა.
მეორე წუთზე „ლურჯები“ ანდრეი შევჩენკომ გაიყვანა წინ, მეექვსე წუთზე კვალიარელამ ორამდე გაზარდა ანგარიში.
მე-14 წუთზე ალეშანდრე პატომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 30-ე წუთზე კასანომ ისევ აღადგინა „ლურჯების“ სასარგებლოდ ორბურთიანი უპირატესობა – 3:1.
ამის შემდეგ, გუნდებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს გოლები: პირლოს პასით კრისტიან ვიერიმ გაიტანა და სხვაობა კვლავ მინიმუმამდე შეამცირა, 35-ე წუთზე კაფუმ 4:2 გახადა ანგარიში.
გუნდებმა გააგრძელეს მორიგეობით გოლების გატანა: პატომ 42-ე წუთზე დუბლი შეასრულა – 3:4, კლარენს ზეედორფმა კი 45-ე წუთზე პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:3 „ლურჯების“ სასარგებლოდ.