კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო მცველებს შორის მოხვდა
კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველებში დაასახელეს – სია გამოცემა „სპორტ.უა“-მ შეადგინა.
„კალაძე მიიწვიეს უკრაინის დედაქალაქში, როგორც ცენტრალური მცველი. მაგრამ ძალიან სწრაფად მარცხენა ფლანგელად გადაკვალიფიცირდა. გარდა ამისა, კახას საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც უთამაშია. მაღალი, ძლიერი, სწრაფი, შესანიშნავი დარტყმით და მოედნის ხედვით – თითქმის იდეალური მცველი. სამწუხაროა, რომ „დინამოდან“ „მილანში“ ნაადრევად წავიდა“ – წერს „სპორტ.უა“.
კახა კალაძე 1998-2000 წლებში თამაშობდა კიევის „დინამოში“, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდის საუკეთესო გუნდი გახლდათ – კიეველები და, მათ შორის, კახა კალაძე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე გავიდნენ.