კალაძე ტურნირით კმაყოფილია - იაშვილი საუკეთესოდ აღიარეს, ლომაია მეკარეებში გამოარჩიეს
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ლეგენდების ტურნირზე „დინამო თბილისის“ ვეტერანთა გუნდმა, რომლის კაპიტანი კახა კალაძეა, წარმატებით იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალში თბილისელებმა ბრემენის „ვერდერი“ ანგარიშით 5:2 დაამარცხეს, ხოლო ფინალში ბერლინის „ჰერტასთან“ 2:5 დათმეს. მატჩის შემდეგ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი „დინამო თბილისის“ ვეტერანთა გუნდის კაპიტანმა კახა კალაძემ გააკეთა.
„ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სადაც „დინამომ“ წარმატებით იასპარეზა, A ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით, გადავედით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. მართალია, გადამწყვეტ შეხვედრაში ჰერტასთან დავმარცხდით, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილები ვართ”, – განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დასრულების შემდეგ.
მეორეადგილოსანი გუნდის კაპიტანს, კახა კალაძეს ორგანიზატორებმა თასი გადასცს. ამას გარდა, „დინამო თბილისის“ წარმომადგენლები ტურნირის ორგანიზატორებმა სხვა პრიზებით დააჯილდოვეს. გიორგი ლომაია საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ალექსანდრე იაშვილმა საუკეთესო ბომბარდირის პრიზთან ერთად, ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.