კახელებმა ყველას აჯობეს - „თელავი“ ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
„თელავმა“ ქვიშის ფეხბურთში ისტორია დაწერა – გუნდმა ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი ბათუმის ქვიშის მოედანზე აჭარის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში „თელავი“ „ქუთაისს“ დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში 11:10 დაამარცხა და ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.
ტირნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც „თელავს“ საქართველოს ჩემპიონის ჯილდო გადაეცა, ასევე გამოვლინდა რამდენიმე ნომინაციაში საუკეთესო მოთამაშე, მათ ფულადი პრიზები ერგოთ. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად „თელავის“ ლიდერი გიორგი ჭვრიტიძე დაასახელეს, რომელმაც თავი რამდენიმე ძალიან ეფექტური გოლით გამოიჩინა.
ქალთა შორის ჩემპიონის ტიტულისთვის 8 გუნდი იბრძოდა. ფინალში ქუთაისის „მართვე“ ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და დაამარცხა. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიაში 2023 წელს გაემგზავრებიან.
„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ულოცავს თელავის ქვიშის ფეხბურთის გუნდს საქართველოს ჩემპიონობას და სამომავლოდ კიდევ არაერთ წარმატებებს უსურვებს. „თელავის” ფეხბურთელთა ჩემპიონობით ქალაქი და სრულიად კახეთის რეგიონი ამაყობს და ცხადია, ჩვენც გვეამაყება“, – ასე მიულოცა საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ თანაქალაქელებს გამარჯვება.