კახა ოქრიაშვილი - პოლიტიკური იდიოტების პროცენტი მაღალია პარლამენტში და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მერე იდიოტების რიცხვი გაიზრდება
კახა ოქრიაშვილი - პოლიტიკური იდიოტების პროცენტი მაღალია პარლამენტში და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მერე იდიოტების რიცხვი გაიზრდება

პოლიტიკური იდიოტების პროცენტი მაღალია პარლამენტში და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მერე იდიოტების რიცხვი გაიზრდება, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა დღეს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას.

„ხედავთ, დღეს რაც მოხდა. აშკარაა, რომ პოლიტიკური იდიოტების პროცენტი ძალიან მაღალია საქართველოს პარლამენტში და იმის შემდეგ, როცა გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება. ასე რომ, ცირკებს უფრო მეტს ვნახავთ მომავალში. მთავრობა უნდა გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები უნდა გამოვაცხადოთ. 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და დასკვნები შემდეგ უნდა გამოვიტანოთ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

დატოვე კომენტარი