კახა კუჭავა – ვაფასებთ ხავიერ კოლომინას მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ აფასებს სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„სასიამოვნო იყო ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა და მივესალმები მის დანიშვნას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად.
ძალიან ვაფასებთ მის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – წერს კახა კუჭავა „ტვიტერში“.
Pleasure to meet @JavierColominaP and welcome his appointment as the @NATO Secretary General’s Special Representative to Caucasus & Central Asia. We highly value his dedication to advance Georgia’s Euro-Atlantic integration as the #NATO aspirant and future member pic.twitter.com/h1ssEhJedW
— Kakha Kuchava (@kkuchava) October 19, 2021