კახა კუჭავა - იმედს ვიტოვებ, „ნაცმოძრაობა“ გადალახავს უხერხულობას და შემოვა პარლამენტში, თუმცა მათი არშემოსვლით საფრთხე არ ექმნება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას
კახა კუჭავა - იმედს ვიტოვებ, „ნაცმოძრაობა“ გადალახავს უხერხულობას და შემოვა პარლამენტში, თუმცა მათი არშემოსვლით საფრთხე არ ექმნება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც შევა პარლამენტში. ამასთან, კუჭავას თქმით, პარლამენტში ამ პარტიის არშემოსვლითაც საფრთხე არ ექმნება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

„მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა და იმ უხერხულობას, რომელიც აქვთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გადალახავენ. თუმცა მათი არშემოსვლით არანაირი საფრთხე არ ექმნება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, რადგან მიზანი უკვე მიღწეულია, პოლიტიკურმა დაძაბულობამ ნამდვილად დაიკლო.

ჩვენ გადავდივართ იმ საკითხებზე მუშაობაზე, რომლებიც დღის წესრიგით დგას ამ დოკუმენტიდან გამომდინარე. წინ გველოდება კომიტეტების გადანაწილება, ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში და ა.შ.

კომპრომისზე ევროპაში ამბობენ, რომ ეს არის ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ევროპაში დანერგილია და ეს სურთ იხილონ აქაც. თუ საკითხების შეჯერება ხერხდება, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა უკან დახევად არ უნდა ჩათვალოს ვინმემ“, – განაცხადა კახა კუჭავამ „იმედის“ ეთერში.