კახა კალაძის თქმით, თუკი ილია ჯიშკარიანის ბრალეულობა დამტკიცდება, მან საკრებულო უნდა დატოვოს და კანონის წინაშე აგოს პასუხი
კახა კალაძის თქმით, თუკი ილია ჯიშკარიანის ბრალეულობა დამტკიცდება, მან საკრებულო უნდა დატოვოს და კანონის წინაშე აგოს პასუხი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუკი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანის ბრალეულობა დამტკიცდება, მან საკრებულო უნდა დატოვოს და კანონის წინაშე აგოს პასუხი. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

ამასთან, კალაძის თქმით, თუკი გამოძიება ილია ჯიშკარიანის ბრალეულობას არ დაადასტურებს, ის მუშაობას განაგრძობს.

„გამოძიება მიმდინარეობს, თუ მას დაუმტკიცდება ბრალეულობა, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს და კანონის წინაშე აგოს პასუხი. დაველოდოთ გამოძიებას, თუ არ დაუმტკიცდება ბრალეულობა, ის ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და აკრძალვები დაუწესა. კერძოდ, ბრალდებულს მოსამართლემ დაზარალებულთან მიახლოება და მოწმეებთან კომუნიკაცია აუკრძალა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

დატოვე კომენტარი