კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა
კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქართველ გულშემატკივრებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა.

საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისში, სიონის ქუჩაზე გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ასევე, მინდა მივულოცო ქართველ გულშემატკივარს და ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძესთან ერთად, პირდაპირ ტრანსლაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მერის მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი, სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა.