„ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვარკეთილში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. წინასაარჩევნოდ ვიმყოფებოდით აქ და რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა იყო, ვიდრე ახლაა” – ეს კახა კალაძემ ვარკეთილის ახალი სატდიონის გახსნაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, ძველი მოედანი გაპარტახებული იყო და რომ ბავშები კარგ პირობებშ ივარჯიშებენ.
“მოსახლეობას დავპირდით, რომ აქ საუკეთესო სპორტულ ცენტრს მოვაწყობდით. მართლაც, მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, სწორედ ასეთი ცენტრები გვქონდეს ყველა რაიონში. აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ. ყველანაირი პირობაა, რათა პატარებმა შეძლონ თამაში და კომფორტულ გარემოში იყვნენ“ – ანაცადებს კახა კალაძე.