კახა კალაძე - უბედნიერესი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ ლეგენდარულ გუნდში მეთამაშა, სადაც ყველაფერი მოვიგეთ #1TVSPORT
კახა კალაძე - უბედნიერესი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ ლეგენდარულ გუნდში მეთამაშა, სადაც ყველაფერი მოვიგეთ #1TVSPORT

საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩის მონაწილეებმა პერსკონფერენცია გამართეს და დღეს „მიხეილ მესხზე“ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრეს. პრესკონფერენციაზე იყვნენ კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, კაკა, კლარენს ზეედორფი და იბრაჰიმ ბა.

ლევან კობიშვილი: „კახა კალაძის დახმარებით, შევძელით და ვუმასპინძლებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც წლები ანიჭებდნენ სიამოვნებას ქართველ გულშემატკივრებს. კახის დამსახურებაა, რომ საქართველოში „მილანს“ ამდენი გულშემატკივარი ჰყავს და მადლობა მათ ჩამოსვლისთვის. იმედი მაქვს, ქომაგები თამაშით ისიამოვნებენ“.

კახა კალაძე: „მადლობა ჩემს მეგობრებს ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში და დედაქალაქში ჩამოსვლისთვის. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ ლეგენდარულ გუნდში მეთამაშა, სადაც მოვიგეთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ძალიან მიხარია ჩემი მეგობრების ჩამოსვლა, თითქოს ისევ ის პატარა კალა ვარ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი დღეს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.