კახა კალაძე - სამწუხარო რეალობაა, რომ კონკრეტული პარტიები და ლიდერები „ნაცმოძრაობის“ მძევლები გახდნენ
კახა კალაძე - სამწუხარო რეალობაა, რომ კონკრეტული პარტიები და ლიდერები „ნაცმოძრაობის“ მძევლები გახდნენ

გამიხარდება, თუ ოპოზიციას ვიხილევს პარლამენტშო და იქ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას და უფლებამოსილების განხორციელებას, რადგან საზოგადების გარკვეულმა ნაწილმა მათ, კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პარტიებს გამოუცხადა მხარდაჭერა, – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

კალაძის თქმით, დღეს ყველა პოლიტიკური პარტია იმის მიხედვით, თუ რა მხარდაჭერა მიიღო, წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში.

„თუ არ შედიან, შეუწყდეთ თუ არა უფლებამოსილება, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და ჩემი გადასაწყვეტი არ არის. პარლამენტი საკმაოდ კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღებაში შეზღუდული არავინ არის, ყველა თავისუფალია და აქვს საშუალება, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს, ფაქტობრივად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში, რაც ყველასთვის საშიშია“.

„ჩვენ შეგვიძლია, მოვისმინოთ ძალიან ბევრი შეფასება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მაგრამ რეალობა არის ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა; მათი გადაწყვეტილება, თუ როგორ წარმოუდგენიათ და ვინ უნდათ, ნახონ ამ პარლამენტში, ისე გადანაწილდა, რომ „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია უმრავლესობით. შემდეგ არის სხვა პარტიები, რაც მნიშვნელოვანია პარტიული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და ეს მისასალმებელია. შესაბამისად, ამ რაღაც გაურკვეველი მესიჯების ფრქვევას ჯობია, პარლამენტში შევიდნენ და ემსახურონ ქვეყნას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, სამწუხარო რეალობა არის ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული ლიდერები გახდნენ ამ პარტიის მძევლები, ეს არის მძიმე თემა და მწუხარება, რომელსაც გამოვხატავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.