კახა კალაძე - მილანი, „სან სირო“ ჩემი მეორე სახლია, მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ისევ მომიწია თამაში
მილანი, „სან სირო“ ჩემი მეორე სახლია, ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ისევ მომიწია თამაში, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მილანში, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ჩემთვის ყოველთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნოა აქ დაბრუნება. მილანი, „სან სირო“ არის ჩემი მეორე სახლი, რადგან ჩემი ყველა საფეხბურთო წარმატება დაკავშირებულია ამ კლუბთან, ამ ქალაქთან, ამ სტადიონთან, ამ ხალხთან. ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მომიწია დღეს ისევ თამაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა. შეხვედრა „თეთრი ვარსკვლავებსა“ და „ლურჯი ვარსკვლავებს“ შორის 7:7 დასრულდა. მატჩში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა, კახა კალაძემაც, რომელიც მეორე ტაიმში გავიდა მოედანზე.