კახა კალაძე - ასეთი ცუდი წინასაარჩევნო კამპანია 2012 წელს ვნახე და მისი ავტორები დღესაც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ
კახა კალაძე - ასეთი ცუდი წინასაარჩევნო კამპანია 2012 წელს ვნახე და მისი ავტორები დღესაც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ

ასეთი მძიმე, ასეთი ცუდი წინასაარჩევნო კამპანია 2012 წელს ვნახე და მისი ავტორები დღესაც  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საარჩევნო კამპანიის წარმოებას,- ეს განცხადება თბილისის მერმა წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას გააკეთა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, კახა კალაძის თქმით, ის ნამდვილი ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიას  აწარმოებს, და  ოპონენტებზე არც ერთი ცუდი სიტყვა არ წამოსცდენია.

„2012 წლის საარჩევნო კამპანიის ავტორები დღესაც იმავე სტილში აგრძელებენ. ეს არის დისკრედიტაცია, პირადი შეურაცხყოფა და ბევრი ცუდი რამის დაბრალება. დეტალებში  არ ჩავუღრმავდები. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის მართლაც აწარმოებს ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიას.  მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ერთი ცუდი სიტყვაც კი არ დასცდენია თავის ოპონენტებზე და არ მოუხსენებია არასწორად. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ყველაფერს ასახავენ და ეს ყველაფერი იქნება წარმოდგენილი“,-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ობიექტური შეფასებების მოლოდინი ნამდვილად არ აქვს.