კახა კაჭარავა „დუნაისკა სტრედასთან“ წაგების შემდეგ - ახლა „დინამოში“ ვარ, ხვალ კი ვნახოთ
თბილისის “დინამო” თბილისში სლოვაკურ “დუნაისკა სტრედასთან” 1:2 დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა.
პრესკონფერენციაზე მეტოქეთა მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.
„პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ვფლობდით, მეორე ნახევარში კი ბიჭებს ნერვიულობა დაეტყოთ და გოლები საკუთარი შეცდომების გამო გავუშვით. მათ მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა გამოუცდელობის გამო დავმარცხდით. დასანანია, რომ თამაში ბოლო ექვს წუთში წავაგეთ. თამაშის შემდეგ ბიჭებთან ლაპარაკს მოვერიდე, რადგან წაგებას ისინი ყველაზე მეტად განიცდიდნენ. მირჩევნია, მათთან დასვენებულმა დავილაპარაკო. რაც შეეხება ჩემს მომავალს, დასამალი არაფერია, იყო ვარიანტები, თუმცა “დინამოში” დარჩენა გადავწყვიტე და ახლა “დინამოში” ვარ, ხვალ კი ვნახოთ”,- განაცხადა თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ.
„მატჩი ცუდად დავიწყეთ და 15 წუთი თბილისელთა პრესინგს ვერაფერი მოვუხერხეთ. პირველ ტაიმში “დინამოს” დიდი ანგარიშით დაწინაურებაც შეეძლო. გასახდელში ფეხბურთელებს ავუხსენი, რომ დაცვიდან შეტევაში ცუდად ბურთი ვერ გადაგვქონდა და მიმაჩნია, რომ დავალების ახსნა მოვახერხე, ფეხბურთელები კი მოედანზე უფრო თავდაჯერებულები გავიდნენ. მიხარია, რომ შემდეგ წრეში გავედით. ბოლო 10 წუთში კი ძალიან გაგვიმართლა, რაც “დუნაისკა სტრედასთვის” ფანტასტიკური შედეგია. კლუბს ასეთი წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია და მიხარია, რომ უნგრეთის ნაკრებში მუშაობამდე კლუბის ისტორიის დავწერეთ“,- განაცხადა „დუნაისკა სტრედას“ მთავარმა მწვრთნელმა, მარჯკო როსიმ.