კახა ცხადაძის „დინამომ“ „ფახთაქორი“ დიდი სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კახა ცხადაძის „დინამომ“ „ფახთაქორი“ დიდი სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე ნაჩვენები უფერული თამაშების შემდეგ, კახა ცხადაძის „დინამო თბილისი“ აშკარად პროგრესირებს. ბოლო საკონტროლო შეხვედრაში დინამოელებმა აზიის ჩემპიონთა ლიგის ტოპ-16-ის გუნდი, უზბეკეთის ჩემპიონი ტაშკენტის „ფახთაქორი“ დამაჯერებლად 3:0 დაამარცხეს.

​ქართველებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს: მე-15 წუთზე უსმანე კამარას გადაცემით სტანისლავ ბილენკიმ ისარგებლა და დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

​მეორე ნახევარში „დინამომ“ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა. 57-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგზე ლევან ხარაბაძემ რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ზუსტი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ანზორ მექვაბიშვილი გაიყვანა. ახალგაზრდა ნახევარმცველს ამ სიტუაციაში გოლის გატანა არ გასჭირვებია – 2:0.

საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე დაფიქსირდა: ანტილევსკი-ბილენკის სწრაფი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ნიკა მალიმ დაასრულა და „დინამოს“ რიგებში პირველი გოლი ეფექტურად გაიტანა.


​„დინამო თბილისი“ – „ფახთაქორი“ 3:0


გოლები: 1:0 ბილენკი (15), 2:0 მექვაბიშვილი (57), 3:0 მალი (73)

​დინამო: პრიეტო, მაისურაძე, პაპავა, ხვადაგიანი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კამარა, ოსეი, გაბედავა, ბილენკი

​შეცვლაზე გამოვიდნენ: კერესელიძე, ბენიო, ხარაბაძე, მალი, ლომინაძე, ანტილევსკი, ფაჩულია, ჯანგიძე

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

​„დინამო თბილისი“ საქართველოში 16 თებერვალს დაბრუნდება და მომავალი სეზონისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. 25 თებერვალს კი ვიცე-ჩემპიონი, ეროვნული ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

თბილისის „დინამოს“ გოლები: