ქუთაისის „ტორპედოსთან“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა შიმქენთის „ორდაბასის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„ჩვენ პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და ანგარიშით 1:0 გავიმარჯვეთ. მთავარია, რომ კარი უგოლოდ შევინახეთ და თავად გავიტანეთ. რაც შეეხება თამაშს, ჩვენ ველოდით, რომ მოწინააღმდეგე დაცვაში ჩაჯდებოდა და ამას თავდაუზოგავად გააკეთებდა. მათ ძალიან ჭკვიანი და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ადვილი თამაში იქნებოდა, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, ვიცოდი კიდეც, რომ რთული თამაში გველოდა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, კარში ბევრჯერ დავარტყით და ბევრი კუთხური მოვიპოვეთ. მაგრამ მომენტებით ვერ ვისარგებლეთ, რადგან სიზუსტე არ გვყოფნიდა“, – ამბობს ცხადაძე.
შეგახსენებთ, „ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ განმეორებითი შეხვედრა 18 ივლისს, 21:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.