კახა ცხადაძე - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ „ორდაბასი“ მეორე ეტაპზე პირველად ჩემს ხელში გავიდა
კახა ცხადაძე - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ „ორდაბასი“ მეორე ეტაპზე პირველად ჩემს ხელში გავიდა
ყაზახურმა „ორდაბასმა“ ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის კვალიფიკაციაზე განმეორებით მატჩშიც დაამარცხა და (1:0, 2:0) და ტურნირის მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ჩეხურ „მლადა ბოლესლავს“ შეხვდება.
 
„ორდაბასის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის უპირატესობას გაუსვა ხაზი.
„პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, რადგან მეტოქე სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდა. „ტორპედო“ პერსპექტიული გუნდი ჩანს, მაგრამ მოკლე პერიოდში გუნდი არ ყალიბდება და ამ ახალგაზრდებს დრო სჭირდებათ. კახა ჩხეტიანი ჭკვიანი და მონდომებული მწვრთნელია. მეორე ნახევარში კლასიკურად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ორდაბასმა“ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველად ჩემი მუშაობის დროს გადალახა. მიმაჩნია, რომ ამბიციურ გუნდს ვქმნით და წინსვლა გვსურს“, – ამბობს ცხადაძე.
დატოვე კომენტარი