კახა ჩხეტიანი - ყაზახებთან მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ
კახა ჩხეტიანი - ყაზახებთან მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ევროპის ლიგაზე ყაზახურ „ორდაბასისთან“ მოახლოებულ მატჩებსა და გუნდში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა.
 
„ჩვენი გუნდის ღირსებას ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიცავს. „ტორპედო“ ათმა ფეხბურთელმა დატოვა და ახალი გუნდის ჩამოყალიბება გვიწევს. 11 ივლისს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ყველამ კარგად იცის, გუნდში რა სურათიცაა. გამომდინარე აქედან, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენას უნდა ვეცადოთ“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.
ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდში დამატებითი პრობლემებიც შეიქმნა: „ბუდუ ზივზივაძე და გრიგოლ დოლიძე ტრავმირებულნი არიან და „ორდაბასისთან“ პირველ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარებიან. ყველა დანარჩენი მზადყოფნაშია და საბრძოლო განწყობაზეა“.