კახა ჩხეტიანი - წასული ფეხბურთელებიდან ზოგმა ტორპედოს უეფაში უჩივლა
კახა ჩხეტიანი - წასული ფეხბურთელებიდან ზოგმა ტორპედოს უეფაში უჩივლა
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გუნდში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
 
„კატასტროფული მდგომარეობაა. ალბათ ასეთი რამ მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მოხდეს: როცა კლუბი აღმავლობის გზაზეა, ჩემპიონატისთვის ემზადება, ევროტურნირებისთვის 3-4 ფეხბურთელით გაძლიერებას საჭიროებს, სწორედ მაშინ იშლება უცებ ყველაფერი. ალბათ, მთელ მსოფლიოში მსგავსი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება. სამწუხაროდ, მოხდა ჩვენთან!” – ამბობს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი.
ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გაამხილა, რომ ფეხბურთელებმა კლუბს უეფაში უჩივლეს.
„წასული ფეხბურთელებიდან ზოგმა უეფაში გვიჩივლა და კლუბმა, შესაძლოა, ლიცენზირების პროცესი ვერ გაიაროს. ამაზე უარესს დღეში ვერ ვიქნებით. ეს პიკია და იმედი მაქვს, დროულად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც გუნდს გვერდში დაუდგება და დაეხმარება“ – აცხადებს ჩხეტიანი.