ქუთაისის „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერ „საბურთალოსთან“ ბოლო ტურში გასვლაზე მოგებით (3:0) ლიდერთა სამეულში ბრძოლა დაძაბა.
ქუთაისელებმა სამი მატჩი გამოტოვეს და პოტენციურად, ჩემპიონობისთვის ბრძოლის თეორიული შანსიც გააჩნიათ.
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ არხთან იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ოქროს მედლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
„ღირსეულ მეტოქეს მოვუგეთ, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში საუკეთესო გუნდია. ეროვნულ ლიგაში გამოჩნდა, რომ „ტორპედო“ გაძლიერდა, თუმცა მოსამატებელი გვაქვს და იმედია, ამას ჩემპიონატის ფინიშზე შევძლებთ. „ტორპედო“ ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ბოლომდე შეეცდება. პირველობისთვის ბრძოლა გამორიცხული არაა. ამიტომაც გვსურდა „საბურთალოსთან“ მოგება“,- ამბობს ჩხეტიანი.