კახა ჩხეტიანმა შესაძლოა, ქუთაისის „ტორპედო“ დატოვოს. ამის შესახებ გუნდის დღევანდელი თამაშის შემდეგ საქართველოს პირველ არხისთვის გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, ჩხეტიანმა ამაზე მატჩის შემდეგ ილაპარაკა, თუმცა ჯერ კომენტარს არ აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხეტიანი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ „ტორპედოში“ ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება.
საქართველოს პირველ არხის კითხვაზე მის გეგმებთან დაკავშირებით, კახა ჩხეტიანმა კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა: „ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით“.
კახა ჩხეტიანმა ქუთაისის „ტორპედო“ 2016 წელს ჩაიბარა. ამის შემდეგ გუნდი საქართველოს თასის, სუპერთასისა და ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა.
„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე დღეს „ვიტ ჯორჯიასთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა.