ქუთაისის „ტორპედომ“ 27-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 8 თვე გრძელდებოდა, მარტში დაასრულა. სუპერთასის მფლობელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სახლში თბილისის „ლოკომოტივთან“ და გასვლაზე „საბურთალოსთან“, ზედიზედ ორჯერ წააგო.
ამის მიუხედავად, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი იმედოვნებს, რომ „ტორპედო“ ისევ კარგად ათამაშდება.
„კარგი და ცუდი პერიოდები ყველა გუნდს ჰქონია და ამას ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის. ასე მოუვიდა „ტორპედოსაც“. სამწუხაროდ, 27-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შევწყვიტეთ. მაგრამ ჩვენს გვყავს საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც გულშემატკივარს 8 თვე ახარებდნენ. წლევანდელი სეზონიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო ორი თამაში წავაგეთ. მაგრამ იმედია, ყველაფერი მალე გაივლის და თავის ადგილზე დალაგდება. მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა“, – ამბობს ჩხეტიანი.