კახა ჩხეტიანი „დინამოსთან“ მატჩს ეხმაურება - შეიძლებოდა სამი ქულაც მოგვეპოვებინა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისთან“ ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრა შეაფასა.
„ვფიქრობ, ლოგიკური ფრე იყო. „დინამოსთან“ კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან კარგად ვერ დავიწყეთ, პოზიციებს სწორად ვერ ვიღებდით და აქედან გამომდინარე, ბურთის დაჭერაც გაგვიჭირდა.
შემდეგ დავალაგეთ თამაში, განსაკუთრებით, მეორე ნახევარში. მომენტები ჩვენც გვქონდა და „დინამოსაც“. იყო ეპიზოდები, როდესაც უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, რაღაც ეპიზოდში – მეტოქე.
ვფიქრობ, ფრე ლოგიკური იყო. მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე იბრძოლეს. ბოლოს კიდევ გვქონდა 2-3 მომენტი და ვერ გამოვიყენეთ, თორემ შეიძლებოდა სამი ქულაც მოგვეპოვებინა.
წინ მნიშვნელოვანი თამაშებია. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.
შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით, გუნდს ეროვნულ ლიგაში და საქართველოს თასზე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და „ტორპედო“, რომელიც მეორე წრემდე აუტსაიდერებში იყო, ახლა მესამე ადგილზეა და კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის.