კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა - პოლონეთი ლიდერების მატჩის მოლოდინშია #1TVSPORT
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა - პოლონეთი ლიდერების მატჩის მოლოდინშია #1TVSPORT

პოლონეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა „ექსტრაკლასას“ 28-ე ტურის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.

„ზაგლებიეში“ თორნიკე გაფრინდაშვილმა 83-ე წუთიდან ითამაშა. მისი გუნდი შინ „გურნიკს” დაუპირისპირდა და შეხვედრა 0:2 წააგო. ამ მარცხით ქართველის გუნდმა მდგომარეობა საკმაოდ გაირთულა და 31 ქულით გასავარდნ ზონაშია.

ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ „რადომიაკთან” დამაჯერებლად მოიგო 3:0 და 38 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ევროზონას კი ცხრა ქულით ჩამორჩება. საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

პოლონეთის „ექსტრაკლასას“ 28-ე ტურის მატჩი ქართველების გუნდებიდან ერთმანეთში ჩასატარებელი დარჩათ ვაკო გვილიას „ლეგიასა“ და კვეკვესკირი/წიტაიშვილის „ლეხს“. მეორე და მესამე ადგილზე მყოფი გუნდების დაპირისპირება ხვალ გაიმართება.