კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ მზადება დაიწყო - ქართველის გუნდთან ვალბუენამ პენალტი გააფუჭა #1TVSPORT
სანაკრებო თამაშების შემდეგ ოთარ კაკაბაძემ მცირე ხნით დაისვენა, პოლონეთის ექსტრაკლასას „კრაკოვიასთან“ ერთად ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა და ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.
პოლონურმა კლუბმა ავსტრიულ შეკრებაზე ორი სპარინგი გამართა. პირველ შეხვედრაში ავსტრიულ „ლასკს“ დაუპირისპირდა და ფილიპ ბალაის (57-ე) და სერჯიუ განიას (67-ე) გოლებით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგოებში იყო, მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
„კრაკოვიას“ მეორე მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონი, პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ იყო და მეტოქე ვერ დაამარცხა 0:0. პოლონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ ზიელინსკიმ ამჯერად ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებიც ავსტრიელებთან შეცვლაზე შევიდნენ და კაკაბაძე სასტარტო გუნდში ვიხილეთ, მეორე ნახევარში კი გამოცვალეს.
საბერძნეთის ჩემპიონს მატჩის მოგება შეეძლო, მაგრამ 42-ე წუთზე „ოლიმპიაკოსის“ ფრანგმა შემტევმა, მატიე ვალბუენამ პენალტი ვერ გამოიყენა.