შვეიცარიულ „ლუცერნში“ გადასული ოთარ კაკაბაძე თავისი ყოფილი კლუბის, ტარაგონას „ხიმნასტიკის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 22 წლის მცველმა განცახდება ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„დღეს არეული გრძნობების დღეა. ერთის მხრივ, ვემშვიდობები კლუბს, რომელიც დამეხმარა ბოლო 2 წელი მერწმუნა საკუთარი თავის და დიდი წვლილი შეიტანა, რომ გავზრდილიყავი. სამწუხაროდ, პირველი სურვილი ვერ შევუსრულე. მინდა ამის გამო ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს. მეორეს მხრივ კი, მადლობას ვუხდი დირექტორს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მივიღე ჩემი ესპანური კარიერის განმავლობაში. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო და იმედი მაქვს, ერთ დღეს დავბრუნდები. დიდ წარმატებას ვუსურვებ „ხიმნასტიკს“ ახალ სეზონში. იმედია, ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ემილიო ვიკეირას – ესაა ადამიანი, რომელმაც მომცა შანსი და დამეხმარა ამ ლამაზ ეტაპზე. ვისკა ნასტიკ – გეხუტებით ყველას“ – წერს კაკაბაძე.