კაკა შეიძლება ბრაზილიის ნაკრებში ანჩელოტის თანაშემწედ დაინიშნოს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კაკა, შესაძლოა, ეროვნულ გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდეს, – დაწერა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა.
აღნიშნავენ, რომ „ოქროს ბურთის“ ყოფილი მფლობელი შეიძლება შეუერთდეს სამწვრთნელო შტაბს ბრაზილიის ნაკრებში კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგ. ეს 2024 წლის ზაფხულში მოხდება. მანამდე ანჩელოტი კიდევ ერთი წელი მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთი წლით „ფლუმინენსეს“ დამრიგებელი ფერნანდო დინიზი დაინიშნა.