კაკა - სამწუხაროა, რომ კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა Gazzetta dello Sport-ს ყატარში გასამართ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესაუბრა და აქცენტი „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაზე გაამახვილა.
„კვარაცხელია? ეს ბიჭი ძალიან კარგია, სასიამოვნო სიურპრიზია. სამწუხაროა, რომ ის და ჰალანდი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდებიან. კვარას ფანტაზია ყოველთვის გვაკვირვებს, რადგან მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ იპოვოს გადაწყვეტილებები, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ.
მსოფლიო ჩემპიონატი სეზონზე გავლენას მოახდენს. ყატარში მოთამაშეები ნაკლებად დაიღალებიან, ვიდრე ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე, სანახაობრივ და დინამიურ ტურნირს ველოდები. კარგია, რომ ზამთარში არც ისე ცხელი ტემპერატურა იქნება, გუნდები ნაკლებად იმოგზაურობენ და კარგად დაისვენებენ.
ველოდები კარგ ფეხბურთს და ბევრ გოლს, როგორც ეს ჩემპიონთა ლიგაზეა. მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც წესი, გვაჩვენებს ტენდენციას და მიუთითებს, თუ რა მიმართულებით მივდივართ. მესის და რონალდუსთვის ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია. ვისურვებდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარმა გაიბრწყინოს და მათი მემკვიდრე გახდეს, რადგან ნიჭიერი კაცია – ბევრჯერ აჩვენა, რომ გარკვეულ მომენტებში საუკეთესო იყო“ – ამბობს კაკა.