კაირი ირვინგმა 2019-20 წლების სეზონზე სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიზეზი კი მხრის ტრავმაა, რომელმაც „ბრუკლინის“ გამთამაშებელს მოსვენება არ მისცა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ირვინგს ოპერაცია ესაჭიროება.
„ათლეტიკის“ ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ირვინგის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი გარკევული პერიოდის მანძილზე ვერ იქნება.
„ბრუკლინში“ კაირი მატჩში საშუალოდ 27.4 ქულას, 5.2 მოხსნასა და 6.4 პასს აგროვებდა. სამქულიან ტყორცნებს ირვინგი 39.4 პროცენტით ისვრის.