კაი ჰავერცმა ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა, „ლევერკუზენმა“ „გლახბახს“ მესამე ადგილი წაართვა
კაი ჰავერცმა ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა, „ლევერკუზენმა“ „გლახბახს“ მესამე ადგილი წაართვა

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი მიონხენგლადბახში გაიმართა, სადაც „ბორუსიამ“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა.

ზედიზედ მეორე მატჩში ლევერკუზენელთა რიგებში საუკეთესო იყო გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი კაი ჰავერცი – ისევე როგორც წინა ტურში, მან ამჯერადაც დუბლი შეასრულა.

ჰავერცმა ქარიმ ბელარაბის პასით მეშვიდე წუთზე გახსნა ანგარიში. 52-ე წუთზე ლეგენდარული ლილიან ტურამის ვაჟმა მარკუს ტურამმა გაათანაბრა. ახალგაზრდა ფრანგმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

58-ე წუთზე ისევ ჰავერცის ჯერი დადგა – მან პენალტი გამოიყენა. 81-ე წუთზე კი სვენ ბენდერმა მესამეც გაიტანა და „ლევერკუზენმა” 3:1 მოიგო. ეს იყო ამ გუნდისთვის ზედიზედ მესამე და ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე გამარჯვება.

ამ მოგებით ლევერკუზენელებმა მესამე ადგილი წაართვეს „გლადბახს“. მათ 53 ქულა აქვთ და ხუთი ქულით ჩამორჩებიან „ბაიერნს“ და ოთხი ქულით – „დორტმუნდს“.