კაი ჰავერცი ნიდერლანდების ნაკრებთან მიღებული ტრავმის გამო გერმანიის ნაკრებს დატოვებს #1TVSPORT

13:02, 25.09.2026

კაი ჰავერცი გერმანიის ნაკრების საწვრთნელ ბანაკს დატოვებს და „არსენალში“ დაბრუნდება მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებთან მატჩში, სავარაუდოდ, ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო.

27 წლის ფეხბურთელს სკანირება ჩაუტარდება, თუმცა არსებობს ოპტიმიზმი, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. გერმანელმა დაზიანება ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრის დროს მიიღო და მოედნის პირველ ტაიმში დატოვება მოუხდა.

ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. გერმანელებს სექტემბერსა და ოქტომბერში ერთა ლიგაზე კიდევ სამი მატჩი ელით.

მსგავსი