კაცნაკლულმა „სლოვანმა“ მოიგო, ქართველებიდან მხოლოდ კანკავამ ითამაშა #1TVSPORT
სლოვაკეთის „ჩემპიონატში“ ბრატისლავას „სლოვანი“ 57-ე წუთზე „სკალიცასთან“ კაცნაკლული დარჩა (ტოლიჩი გააგდეს). ამის მიუხედავად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მაინც მოიგო -1:0. ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ბარშეგიანმა გაიტანა. ქართველებიდან მხოლოდ ჯაბა კანკავამ ითამაშა (შეუცვლელად), გურამ კაშია კი განაცხადშიც არ იყო. ბრატისლავას „სლოვანი“ 14 ტურის შემდეგ 35 ქულით პირველ ადგილზეა და კონურენტ „ჟილინას“ უკვე 6 ქულით ასწრებს.
„ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ დონეცკის „შახტარი“ უკრაინის პრემიერ ლიგაში საკუთარ მოედანზე „დნიპრო-1“-თან 1:3 დამარცხდა. გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩდნენ, მაგრამ „შახტარმა“ თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგმა“ გასვლაზე „ლუშტენაუ“ 3:2 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული იყო. საუდის არაბეთის პროფლიგაში კი „ალ ახდუდში“ შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ – ქართველის გუნდმა „ალ ჰაზემი“ 2:1 დაამარცხა.
იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ მილანში „ინტერს“ ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში დარჩა.