კაცნაკლულმა „სამტრედიამ" მოიგო, შენგელიამ პოკერი შეასრულა, ჩერნოგორიელმა „საბურთალო" გაიყვანა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალის რამდენიმე მატჩი გაიმართა. ამ ეტაპიდან გათამაშებაში ეროვნული ლიგის და ლიგა2-ის გუდნებიც ჩაერთვნენ.
„ლეგიონი” – „თბილისი სითი” 1:2
„გარეჯი” – „ჭიათურა” 2:0
„იბერია 2010″ – „მერანი” 0:2
„შევარდენი 1906″ – „სიონი” 1:2
„სამტრედია” – „დილა” 3:2
„ეგრისი” – „დინამო” თბ 1:4
„საბურთალო” – „დინამო” ბთ 1:0
ერთადერთი გუნდი, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი გამოთიშა, „სამტრედიაა”, რომელმაც გორის „დილა” მიიღო. 2-2 გოლი გაიტანეს გურამ სამუშიამ („სამტერდია“) და ალვინ ფორტესმა („დილა”). 63-ე წუთზე მასპინძელთა მცველის, გიორგი ახალაძე მთავარმა არბიტრმა მეორე ტაიმში მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. ამ დროს ანგარიში 2:2 იყო, მაგრამ სტუმრებმა ამით ვერ ისარგებლეს. სამტრედიელებმა კი, ხასიათი გამოავლინეს და მესამეც გაიტანეს: მასპინძლებს გამარჯვება და მერვედფინალის საგზური ვარლამ კილასონიამ მოუტანა 3:2.
თბილისის „დინამომ” დაბალლიგელი „ეგრისი” 4:1 ლევან შენგელია „პოკერით” დაამარცხა.„საბურთალომ” ბათუმის „დინამო” თბილისის „მიხეილ მესხზე” მიიღო და ჩერნოგორიელი თავდამსხმელის, ოგნიენ როლოვიჩის გოლით 1:0 დაამარცხა. ეს იყო თასის მეთევქსმეტედფინალში ერთადერთი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მატჩის ბოლოს არბიტრმა რომან ჭანტურია გააძევა.
1/16-ფინალის დარჩენილი შეხვედრები 17 აპრილს გაიმართება.