კაცნაკლულმა „საბურთალომ“ მოიგო და „დინამო თბილისს“ გადაასწრო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას თელავის „კავკასიონ არენამ“ უამსპინძლა, სადაც „თელავმა“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლის გამარჯვებული ბოლო წამებზე გადაწყდა.
თბილისელებმა პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ეფექტური გოლით მოახერხეს. 41-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა მცველი ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა და კარში ძლიერად დაარტყა, მეკარემ ბურთი ხელებში ვერ შეიკავა და „საბურთალო“ დაწინაურდა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა თბილისელებს დიდი ძალებით შეუტიეს და ანგარიშის გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო მომენტში „თელავის“ შემტევებს სიზუსტე დააკლდათ, ეპიზოდებში კი თავი სტუმართა მეკარემ და მცველებმა გამოიჩინეს.
მატჩის მიწურულს ვითარება დაიძაბა, მთავარმა არბიტრმა კი „საბურთალოს“ მოთამაშე გიორგი გოჩოლეიშვილი 90+6-ე წუთზე მოედნიდან გააძევა. მაგრამ კაცნაკლულმა თბილისელებმა მეორე გოლი ზუსტად ერთ წუთში გაიტანეს. კონტრშეტევაზე ნოდარ ქავთარაძემ მცველს გაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.
მსაჯის საფინალო სასტვენმა „საბურთალოს“ მოგება დააფიქსირა, რომელიც 15 ქულით „დინამო თბილისს“ დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო და პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა, ხოლო „თელავი“ (8 ქულა) მე-8 ადგილზე დარჩა.