კაჭარავა მოედანს უბრუნდება - „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშებს #1TVSPORT
კაჭარავა მოედანს უბრუნდება - „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშებს #1TVSPORT

დღეს, 17 ივლისს, „ანორთოსისი“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველ საკონტროლო შეხვედრაში ახნასეთნიკოსს“ დაუპირისპირდება და შესაძლოა, ნიკა კაჭარავა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდეს – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

„ანორთოსისი 24“-ის ცნობით, ნიკა კაჭარავამ მკურნალობაც დაასრულა, რეაბილიტაციაც და სათამაშოდ მზადაა.

„კაჭარავა ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და პირველ წუთებს მიიღებს. შესაძლოა, შაბათს ნიკა კაჭარავამ პირველად ითამაშოს ტრავმის შემდეგ. ქართველი ფორმაში შესვლას ვარჯიშებზე ცდილობს, თემურ ქეცბაია კი თანდათან შეეცდება, ის გუნდში მალე დააბრუნოს“, – წერია კვიპროსულ გამოცემაში.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ გუნდის პრესსპიკერმა დიმიტრის კრისტოფერმაც ილაპარაკა.

„ახლა გუნდს დაუბრუნდა რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც იჯარით სხვაგან თამაშობდნენ და ტრავმირებულები იყვნენ. მაგალითად, კაჭარავა დაგვიბრუნდა, რომელსაც იჯარის დროს მიღებული ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. მას დრო მიეცემა, რათა ფორმაში შევიდეს. ჩვენ გვინდა, ნიკას დავეხმაროთ“.

ნიკა კაჭარავა ფამაგუსტას „ანორთოსისმაპოზნანისლეხში“ იჯარით გაუშვა. პოლონური გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც ნიკა კაჭარავა 2020 წლის 12 დეკემბერს („ლეხი“ – „ბენფიკას“ მატჩზე) მძიმედ დაშავდა. სეზონის შემდეგ 7 წლის ქართველ თავდამსხმელს პოლონურ გუნდთან იჯარა დაუსრულდა, კვიპროსში დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის თავიდან ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, დატვირთვები კი ეტაპობრივად გაზარდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, კაჭარავა ფორმას აღიდგენს სექტემბრისთვის, როდესაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს გამართავს.