ნიკა კაჭარავა სამხრეთ კორეაში წარადგინეს. 27 წლის ქართველი თავდამსხმელი რანგით მეორე ლიგის (K League 2) „ჯეონამ დრაგონსის“ ფეხბურთელი გახდა.
„1994 წელს დაბადებულ 198 სმ სიმაღლის ფორვარდს „კოსმოსური სისწრაფე“ აქვს, რომ რუსეთში, პოლონეთსა და კვიპროსში 166 მატჩი ჩაატარა და რომ ის „ულსან ჰიუნდაიში“ (K League 1) მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილის ახლო მეგობარია. დავძენთ, რომ კაჭარავას 19 მატჩი (3 გოლი) აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებშიც“, – წერს სამხრეთკორეული კლუბის ვებ-გვერდი.
„ჯეონამ დრაგონსის“ პრეს-სამსახურმა ქართველი თავდამსხმელის კომენტარიც გამოქვეყნა:
„ბედნიერი ვარ, რომ „ჯეონამში“ ჩავირიცხე. კორეაში ჩამოსვლამდე K ლიგისა და „ჯეონამის“ უამრავ მატჩის ვუყურე, „ულსანში“ კი ვაკოს მეშვეობით მესმოდა ჩემი ახალი გუნდის შესახებ. ვისურვებდი, რომ „ჯეონამმა“ მიზანს მიაღწიოს, მე კი ვეცდები, მოლოდინი გავამართლო“.